საბროკერო მომსახურება

Corporate Shipping Agency გთავაზობთ პროფესიონალურ საბაჟო-საბროკერო მომსახურებას როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ტვირთის საბაჟო პროცედურებზე მისი გამგზავრებიდან საბოლოო დანიშნულებამდე. ჩვენი მთავარი მიზანია ყველა საჭირო დოკუმენტის და პროცედურის დროული და სწორად წარმოება, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უსაფრთხო და შეუფერხებელ ტრანსპორტირებას.

Corporate Shipping Agency-ის საბროკერო სერვისი მოიცავს:

  • საექსპორტო დეკლარაციის (EX1) მომზადებას;
  • ტრანზიტული ტვირთისთვის საჭირო დოკუმენტაციის (T1) შედგენას;
  • სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ნებართვებისა და დოკუმენტების უზრუნველყოფას;
  • არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო ნებართვების აღებას.

Corporate Shipping Agency არის სანდო პარტნიორი, რომელიც ზრუნავს თქვენი ტვირთის საბაჟო პროცესების გამარტივებაზე, ზედმეტი ბიუროკრატიის თავიდან აცილებაზე და თქვენი დროის დაზოგვაზე.

საზღვაო გადაზიდვები

საჰაერო გადაზიდვები

სახიფათო ტვირთები

სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან

საბაჟო კონტროლის ზონა

ნაკრები ტვირთის ექსპორტი

საბროკერო მომსახურება