სახიფათო ტვირთების გადაზიდვა
სახიფათო ტვირთებად ითვლება ისეთი ნივთიერებები ან მასალები, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მათი ტრანსპორტირება განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით ADR-ითა და სპეციალური ინსტრუქციებით.
ასეთი ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენება სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დამტკიცებულია შესაბამისი ნებართვებით, ხოლო მძღოლები გადიან აუცილებელ სერტიფიცირებულ მომზადებას.
გაეროს კლასიფიკაციით, სახიფათო ტვირთები იყოფა 9 ძირითად კატეგორიად:
- ფეთქებადი მასალები და საგნები
- შეკუმშული და წნევის ქვეშ არსებული გაზები
- ადვილად აალებადი სითხეები
- ადვილად აალებადი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
- მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები
- შხამიანი და ინფექციური ნივთიერებები
- რადიოაქტიური ნივთიერებები
- კოროზიული (მჟანგავი) ნივთიერებები
- სხვა სახიფათო ნივთიერებები