საჰაერო გადაზიდვებისწრაფი და უსაფრთხო ტვირთის ტრანსპორტირება

რატომ საჰაერო გადაზიდვები?

საჰაერო გადაზიდვები არის ტვირთის ტრანსპორტირების ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო გზა, როდესაც დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს. საშუალოდ, ტვირთის მიტანა ხდება 3-5 სამუშაო დღეში, რაც მას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის, ვიდრე სახმელეთო ან საზღვაო ტრანსპორტირება.

მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ტრანსპორტი შედარებით ძვირია, ის საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო არის სწრაფი მიწოდება, უსაფრთხოება და მაქსიმალური სიზუსტე.

ჩვენი საჰაერო გადაზიდვების სერვისები

  • კარიდან კარამდე გადაზიდვა
  • ტვირთის აღება და აეროპორტამდე ტრანსპორტირება
  • ტვირთის დასაწყობება
  • ტვირთის დაზღვევა სრული პასუხისმგებლობით
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • საპროექტო და არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვა
  • ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი (გაციების/გათბობის პირობები საჭიროებისამებრ)
  • სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის უზრუნველყოფით

ჩვენი უპირატესობები

  • დაზღვეული ტვირთები და სრული პასუხისმგებლობა ტრანსპორტირების პროცესში
  • ოპტიმალური ვადები – ტვირთის სწრაფი მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  • თქვენზე მორგებული ტარიფები
  • ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ტვირთის მოძრაობას
  • საკუთარი საბაჟო კონტროლის ზონა დამატებითი სერვისით

რატომ Corporate Shipping Agency საჰაერო გადაზიდვებისთვის?

ჩვენ გთავაზობთ საჰაერო ტრანსპორტირების სრულ სერვისს ერთ სივრცეში – დაწყებული ტვირთის აღებით, დასრულებული დანიშნულების ადგილზე მიწოდებით.

Corporate Shipping Agency – თქვენი სანდო პარტნიორი საჰაერო გადაზიდვებში.

სახმელეთო გადაზიდვები

სახიფათო ტვირთები

სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან

საბაჟო კონტროლის ზონა

ნაკრები ტვირთის ექსპორტი

საბროკერო მომსახურება

საზღვაო გადაზიდვები