საზღვაო გადაზიდვებიუსაფრთხო და ეკონომიური ტვირთის ტრანსპორტირება

რატომ საზღვაო გადაზიდვები?

საზღვაო გადაზიდვები წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ და უსაფრთხო მიმართულებას. ის საშუალებას იძლევა დიდი მოცულობის ტვირთის დაბალ ტარიფებში ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში.

Corporate Shipping Agency სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გთავაზობთ მოქნილ ტარიფებსა და სრულ სერვისს საზღვაო გადაზიდვებში – დაწყებული კონტეინერის დატვირთვიდან, დასრულებული ტვირთის საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიწოდებით.

საზღვაო გადაზიდვების სერვისები

ნაყარი ტვირთების გადაზიდვა

  • ნაყარი ტვირთების უსაფრთხო და ოპტიმალური ტრანსპორტირება
  • გემების დაფრახტვა კონკურენტულ ტარიფებზე
  • ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვა
  • ტვირთის დაცლა/დატვირთვის ორგანიზება
  • საპორტო სამუშაოების დაგეგმარება და კონტროლი
  • ტვირთის საბოლოო წერტილამდე ტრანსპორტირება
  • რეპორტინგი და სრული გამჭვირვალობა

საკონტეინერო გადაზიდვები

  • FCL (Full Container Load) – სრული კონტეინერის გადაზიდვა
  • LCL (Less than Container Load) – საზღვაო გრუპაჟი
  • ღია კონტეინერით ტრანსპორტირება
  • სამაცივრე კონტეინერით გადაზიდვა (სასურსათო და სპეც. ტვირთებისთვის)
  • ნებისმიერი ზომის და ტიპის კონტეინერით ტვირთის ტრანსპორტირება

სატერმინალო და საბაჟო მომსახურება

  • კონტეინერის დაცლა/დატვირთვა
  • ტვირთის დასაწყობება საბაჟო საწყობში
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება
  • საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
  • ტვირთის მონიტორინგი და რეპორტინგი რეალურ დროში

გადაზიდვის სქემები

ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გადაწყვეტებს:

  • პორტიდან პორტამდე ტრანსპორტირება
  • საწყობიდან საწყობამდე ტრანსპორტირება
  • კომბინირებული ლოგისტიკა – საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ინტეგრაცია

ჩვენი უპირატესობები

  • საკუთარი ავტოპარკი დამატებითი ტრანსპორტირებისთვის
  • საბაჟო კონტროლის ზონა და ტერმინალი
  • ტვირთის დაზღვევა და სრული პასუხისმგებლობა გადაზიდვაზე
  • მოქნილი და ინდივიდუალურად მორგებული ტარიფები
  • ინოვაციური ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ნებისმიერ დროს აკონტროლებს ტვირთის ადგილმდებარეობას

რატომ Corporate Shipping Agency საზღვაო გადაზიდვებისთვის?

ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებთ:

  • საზღვაო გადაზიდვის სრულ სერვისს ერთ სივრცეში
  • დაზოგილ დროსა და ფინანსებს
  • გამჭვირვალე პირობებსა და სანდოობას

Corporate Shipping Agency – თქვენი სანდო პარტნიორი საზღვაო გადაზიდვებში.

სახმელეთო გადაზიდვები

საჰაერო გადაზიდვები

სახიფათო ტვირთები

სარკინიგზო გადაზიდვები ჩინეთიდან

საბაჟო კონტროლის ზონა

ნაკრები ტვირთის ექსპორტი

საბროკერო მომსახურება